• September

    15

    2025
  • 63
  • 0
ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ზურაბ ხამაშურიძე ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ასევე, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში, თავდაპირველად – ევროსაბჭოს, ხოლო შემდეგ ეუთო-ს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor