• May

    27

    2025
  • 93
  • 0
ირაკლი კობახიძე – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ექიმებს, ექთნებს, ამ სისტემის თითოეულ თანამშრომელს, თქვენ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი გმირები ხართ

ირაკლი კობახიძე – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ექიმებს, ექთნებს, ამ სისტემის თითოეულ თანამშრომელს, თქვენ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი გმირები ხართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებსა და ამ სისტემის თითოეულ თანამშრომელს. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ იმ ფასდაუდებელი ძალისხმევისთვის, რომელსაც ყოველდღიურად სწევთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად. თქვენ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი გმირები ხართ. საქართველოს მთავრობის სახელით, დიდ მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურისთვის. მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor