
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით, ESCAP-თან საქართველოს პარტნიორობა და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანთან, არმიდა სალსია ალისჯაჰბანასთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით, ასევე ESCAP-თან ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.





