• October

    20

    2025
  • 18
  • 0
ირაკლი კობახიძე გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, ალექსანდრე კარტოზიას და რუსლან აბაშიძეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.

ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე იყო მკვლევარი და უძვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსლან აბაშიძე საქართველოს საგარეო უწყებაში 1996 წლიდან მუშაობს. 2009-2013 წლებში ის იყო ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2013 -2015 წლებში –  საგანგებო დავალებათა ელჩი.

სხვადასხვა წლებში ის იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor