• September

    15

    2025
  • 35
  • 0
ირაკლი კობახიძე – გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ხარისხიანი განათლებაა ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი, განათლების მხარდაჭერა მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

ირაკლი კობახიძე – გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ხარისხიანი განათლებაა ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი, განათლების მხარდაჭერა მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა.

„ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი და ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და, ამავდროულად, საინტერესო ეტაპი დაიწყო. განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და, რაც მთავარია, ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა. ამ გზაზე მომავალი თაობის მთავარი თანამგზავრები არიან მასწავლებლები და პროფესორები. მადლობას ვუხდი მათ დაუღალავი შრომისთვის. მადლობა მშობლებსა და ოჯახებს, რომელთა მხარდაჭერა და თანადგომა უდიდესი ძალაა შვილებისთვის. თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ფონზე სწორედ ხარისხიანი განათლებაა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი. ამიტომ განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საინტერესო და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს გისურვებთ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor