• February

    19

    2026
  • 66
  • 0
ირაკლი კობახიძე – დანაშაულის ჩადენისას პოლიტიკა და ე.წ. მედიაც ვიღაცებისთვის თავშესაფარია, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაშიც, დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება

ირაკლი კობახიძე – დანაშაულის ჩადენისას პოლიტიკა და ე.წ. მედიაც ვიღაცებისთვის თავშესაფარია, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაშიც, დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება

კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკა არის ხოლმე და ე.წ. მედიაც არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როცა დანაშაული არის ჩადენილი, ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

„თქვენ გახსოვთ მისი უამრავი განცხადება პოლიტიკურ თემებზე, აქ უფრო ღრმად, არ მინდა, რომ შევიდე. როცა დანაშაული არის ჩადენილი, ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერს კითხვა დაუსვეს ელისო კილაძის განცხადებაზე, რომლის თანახმად იგი დაკავებას მამუკა მდინარაძის ბიტკოინებზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს განცხადება აბსურდულია.

„მან უკვე მეორე გააკეთა ეს განცხადება პირველად გააკეთა დაახლოებით ერთი წლის წინ. რამე რომ ჰქონოდა, გამოაქვეყნებდა. ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური, ანუ პრაქტიკული კუთხითაც აბსურდული იყო მისი ეს განცხადება. სერიოზულ კომენტარს მისი ასეთი განცხადებები არ იმსახურებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor