• June

    3

    2025
  • 115
  • 0
ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, გელა გელაძე ბევრ წარმატებას მოუტანს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, გელა გელაძე ბევრ წარმატებას მოუტანს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას

დარწმუნებული ვარ, რომ გელა გელაძე ბევრ წარმატებას მოუტანს შინაგან საქმეთა სამინისტროს და, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომას პირველად დაესწრო.

„მივესალმები ბატონ გელა გელაძეს, რომელიც დღეს პირველად ესწრება მთავრობის სხდომას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოსტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრ წარმატებას მოუტანს ამ უწყებას და, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას. წარმატებები კიდევ ერთხელ.

ბატონ ვახტანგ გომელაურს, კიდევ ერთხელ მინდა, ვუსურვო წარმატებები და გადავუხადო მადლობა მრავალწლიანი ძალიან ღირსეული სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor