• February

    5

    2026
  • 30
  • 0
ირაკლი კობახიძე – დუბაის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ

ირაკლი კობახიძე – დუბაის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ

დუბაის სამიტი არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც გვაქვს საშუალება, მივმართოთ ფართო აუდიტორიას, აქ არიან შეკრებილები პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და პოტენციური ინვესტორები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფორმატს საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გასაღრმავებლად.

„ამ ფორმატს ვიყენებთ მაქსიმალურად აქტიურად, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. აქ ჰქონდათ, მათ შორის, მინისტრებს იმის საშუალება, რომ გასაუბრებოდნენ კოლეგებს, ასევე პოტენციურ ინვესტორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. პირადად მე მქონდა საშუალება, გამოვსულიყავი როგორც პლენარულ ფორმატში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში და მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასა და პოტენციალზე“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor