• January

    26

    2026
  • 82
  • 0
ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები

ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები

დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რაც ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში.

„დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესშია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები. ექსპორტისა და იმპორტის მზარდი მაჩვენებლების პარალელურად, საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა. ეს სისტემა ერთი დეკლარაციითა და ერთი გარანტიით უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებას ევროკავშირსა და კონვენციის წევრ 39 ქვეყანაში. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტების პროექტებზე, რაც რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor