• December

    12

    2023
  • 131
  • 0

ირაკლი კობახიძე – „ენჯეოების“ დაფინანსებაზე ინფორმაცია დღესაც გაუმჭვირვალეა, დაფინანსების 95 პროცენტზე მეტი ბუნდოვანია, საზოგადოებას არ უმხელენ, რა ფინანსებით და ვისგან არიან უზრუნველყოფილი

დღესაც საზოგადოებისთვის გაუმჭვირვალეა ინფორმაცია „ენჯეოების“ დაფინანსების შესახებ, ამ დაფინანსების 95 პროცენტზე მეტი არის აბსოლუტურად ბუნდოვანი და საზოგადოებას არ უმხელენ ინფორმაციას იმაზე, თუ რომელი „ენჯეო“ რა ფინანსებით და ვისგან არის უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე ფინანსები ყველგან გამოწვევაა.

„წელს საპარლამენტო წელი იყო რთული, გამოწვევებით სავსე, ჩვენ არსებითად გვიწევდა მუშაობა 12 პუნქტის გარშემო, რომელიც ჩვენ შევასრულეთ. ამ კუთხით იყო დატვირთული ეს წელი, მარტის მოვლენები იყო ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგში. გახსოვთ, ინიცირებული იყო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა ერთადერთ რამეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს წელიწადში ერთხელ უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ფინანსების ამსახველი დეკლარაცია, მაგრამ მათ, მათ დონორებს არ სურდათ გამჭვირვალობა, აქედან გამომდინარე, ააგორეს პროტესტი, პიარულად წარმატებული პროცესი განახორციელეს და, საბოლოო ჯამში, ბევრი ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარტში, სინამდვილეში, ადამიანებს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი და ის, რომ მათ უნდა მიეღოთ ინფორმაცია „ენჯეოების“ დაფინანსების შესახებ.

„ეს კანონი იქნებოდა უკეთესი მეტი გამჭვირვალობისთვის. ახალ უკვე ევროკავშირი აპირებს ზუსტად ანალოგიური, ოღონდ ბევრად მეტად შემზღუდველი კანონის მიღებას ევროკავშირისთვის, რადგან ეს ყველგან გამოწვევაა. „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე ფინანსები არის ყველგან გამოწვევა, ეს საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს, სახელმწიფო ინტერესებს. ამ საკითხის დარეგულირება იქნებოდა მნიშვნელოვანი. დღესაც საზოგადოებისთვის გაუმჭვირვალეა ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ. ამ დაფინანსების 95 პროცენტზე მეტი არის აბსოლუტურად ბუნდოვანი. მარტში ამაზეც იყო უამრავი ტყუილი, საზოგადოებას ატყუებდნენ, თითქოს გამჭვირვალე იყო ეს ინფორმაცია, თუმცა დღესაც ამ ფინანსების 95 პროცენტზე მეტი არის დამალული და საზოგადოებას არ უმხელენ ინფორმაციას იმაზე, თუ რომელი „ენჯეო“ რა ფინანსებით და ვისგან არის უზრუნველყოფილი. თავის დროზე რომ მიგვეღო ეს კანონი, იქნებოდა კარგი, რადგან დღეს თუ არის ეს ინფორმაცია გაუმჭვირვალე, მიღების შემთხვევაში, ექნებოდა საზოგადოებას ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor