• December

    27

    2024
  • 90
  • 0
ირაკლი კობახიძე – ერეკლე მეორე არის გმირობის, პატრიოტიზმის, პრაგმატიზმის სიმბოლო, მისი უკვდავყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს ერეკლე მეორის ძეგლი შეემატება

ირაკლი კობახიძე – ერეკლე მეორე არის გმირობის, პატრიოტიზმის, პრაგმატიზმის სიმბოლო, მისი უკვდავყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია, მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს ერეკლე მეორის ძეგლი შეემატება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესა და კულტურისა და სპორტის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული „სამგორის პარკი“ დაათვალიერა, სადაც ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდება.

მთავრობის მეთაური პარკში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო, რომელიც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა. ახლად რეაბილიტირებულ პარკში მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრის მიხედვით შექმნილი ერეკლე მეორის ძეგლის გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

„ერეკლე მეორე არის გმირობის, პატრიოტიზმის, პრაგმატიზმის, თავდადების სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს შეემატება ერეკლე მეორის ძეგლი. მისი უკვდავყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია და ეს ძეგლი ამაში თავის წვლილს შეიტანს. ძალიან მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე ეწყობა თბილისში. კახა კალაძის მერობის პერიოდში მწვანდება, კიდევ უფრო მეტად ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი და რა თქმა უნდა, ასეც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვჭირდება განვითარება და ეს პროექტიც ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მაგალითია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარკის რეაბილიტაციის პროცესში, ორ ჰექტარ ფართობზე მოეწყო სასეირნო ბილიკები, სპორტული მოედანი, ამფითეატრი, საბავშვო მოედნები და მოსასვენებელი სივრცეები. სამუშაოების ღირებულებამ ხუთი მილიონი ლარი შეადგინა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor