• August

    1

    2024
  • 70
  • 0
ირაკლი კობახიძე – ექვსი თვის მონაცემებით, დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ წელს შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი

ირაკლი კობახიძე – ექვსი თვის მონაცემებით, დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ წელს შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი

ჩვენ წელს შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ექვსი თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.

„გუშინ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მონაცემები და ექვსი თვის მაჩვენებელი დაფიქსირდა – 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ჩვენი ერთ-ერეთი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემდეგი თვეების განმავლობაშიც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor