• January

    24

    2025
  • 76
  • 0
ირაკლი კობახიძე – ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს მხრიდან თუ იქნება ანალოგიური ინტერესი, ურთიერთობები გადაიტვირთება

ირაკლი კობახიძე – ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს მხრიდან თუ იქნება ანალოგიური ინტერესი, ურთიერთობები გადაიტვირთება

ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ამერიკის მხრიდან თუ იქნება ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.

კობახიძის თქმით, ქართული მხარე დაელოდება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას.

„შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან რაც მთავარია, არის სრული მზაობა, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მეტიც, ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ამერიკის მხრიდან თუ იქნება ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor