
- By Keti Khomeriki
- In სიახლეები
ირაკლი კობახიძე – ვიღაცები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი და ხელისუფლება
საქართველოში რევოლუციაზე, არეულობასა და მეორე ფრონტზე თუ ვინმე ოცნებობს, რასთან დაკავშრებითაც პირდაპირი მინიშნებებია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, ეს ოცნებები არავითარ შემთხვევაში არ ახდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვიღაცები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობასა და ქვეყნის არევაზე, თუმცა ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მათ ამ გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს.
„ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს, პირველ რიგში, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება. ოცნებობს ის ხალხი, ვინც მსგავსი ტექსტები ჩაწერა „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნაში, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





