• October

    4

    2023
  • 102
  • 0

ირაკლი კობახიძე : ზურაბიშვილს ხალხმა იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, მხარის დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით, რაც კონსტიტუციაში იყო

ზურაბიშვილს ხალხმა იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, მხარის დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით, რაც კონსტიტუციაში იყო, დღეს კი პრეზიდენტი ცდილობს, გასცდეს ამ მანდატს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა, მთავარია კონსტიტუცია რა მანდატს განიჭებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს განცხადებით, პრეზიდენტი ცდილობს, ჩაიჭრას იმ კომპეტენციებში, რომელიც მას არ ეკუთვნის.

„შენ ხალხმა აგირჩია არა იმისთვის, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა განახორციელო, რაში ჩაჭრასაც ცდილობს პრეზიდენტი, არამედ აგირჩია, რომ იყო სახელმწიფოს არსებითად სიმბოლური წარმომადგენელი, მხოლოდ სიმბოლური არ არის მისი კომპეტენციები, მაგრამ პრეზიდენტი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არ არის. ხალხს მისთვის მინიჭებული აქვს შესაბამისი მანდატი, მაგრამ ის ცდილობს, გასცდეს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს და ჩაეჭრას იმ მანდატის განხორციელებაში 80 პარლამენტის წევრს და მთავრობას, რომელიც აქვს მინიჭებული ხალხისგან. ჩვენ მანდატი გვაქვს, ეს პრეზიდენტს არ აქვს და ცდილობს ჩაგვეჭრას. ეს არის წესრიგის საწინააღმდეგო დარღვევა. მთლიანად კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor