• August

    1

    2024
  • 87
  • 0
ირაკლი კობახიძე – თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის, მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში

ირაკლი კობახიძე – თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის, მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძე თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. თენგიზ ცერცვაძე მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor