• March

    8

    2026
  • 26
  • 0
ირაკლი კობახიძე – „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფა, არამედ არაგონივრული ნაბიჯიც იყო ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო პოლიტიკური მიზანი

ირაკლი კობახიძე – „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფა, არამედ არაგონივრული ნაბიჯიც იყო ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო პოლიტიკური მიზანი

ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ ეს იყო ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც, რაც გადაიდგა ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პირდაპირი მიზანი იყო მედიის თავისუფლების ხელყოფა.

„მედია გათავისუფლდა 2012 წლის შემდეგ, დამკვიდრდა მედიაპლურალიზმი. ეს ის მიღწევაა, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით და რასაც მომავალშიც უნდა გავუფრთხილდეთ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამ შემთხვევაში უკვე გარე ძალებმა გადაწყვიტეს, უხეშად ჩარეულიყვნენ მედიის თავისუფლებაში. ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ ეს იყო ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც, რაც გადაიდგა ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან. მიზანი იყო, ბუნებრივია, პოლიტიკური, ვიწრო პოლიტიკური მიზანი და პირდაპირი მიზანი იყო, რეალურად, ფაქტობრივად, მედიის თავისუფლების ხელყოფა და სიცრუის უკეთ გავრცელებისთვის უკეთესი ნიადაგის შექმნა, ეს იყო რეალური მიზანი, რაც ძალიან მკაფიოდ იკვეთება. ზუსტად იგივე იყო თავის დროზე, 2007 წელსაც „იმედში“ შეჭრის მიზანი. უნდა აღკვეთილიყო მედიაპლურალიზმი და ასეთ პირობებში სიცრუისთვის მეტი გასაქანი იქნებოდა“, – განაცხადა პრემიერმა

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor