• November

    24

    2025
  • 114
  • 0
ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი

რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს აშშ-ის ოფიციალური ადმინისტრაცია, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. შესაბამისად, დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2022 წლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად სახეზეა ორმაგი სტანდარტები.

„ჩვენ გვედავებოდნენ სანქციების არდაწესებას, გვედავებოდნენ იმას, რომ გვაქვს ძალიან შეზღუდულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ამ დროს, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე აგრესიულები არიან ამ მიმართულებით, 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთის ფედერაციაში, ეს ეხება ლატვიას და ლიეტუვას. ასეთია ორმაგი სტანდარტები, რაც მოქმედებს, ასევე სხვა მიმართულებით ბევრად უფრო აქტიური ვაჭრობა აქვთ ამ ქვეყნებს რუსეთთან, ვიდრე საქართველოს. შესაბამისად, მათი პრეტენზიები იყო საფუძველს მოკლებული. რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესების განვითარებას, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისთვის, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor