• May

    14

    2024
  • 94
  • 0
ირაკლი კობახიძე – კანონი ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ დეკლარაციის ჩაბარებას, ვერც წარმომიდგენია, რა შენიშვნა შეიძლება, მოგვცენ პარტნიორებმა, თუმცა ვადასტურებთ ღიაობას სამართლებრივი დისკუსიისთვის

ირაკლი კობახიძე – კანონი ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ დეკლარაციის ჩაბარებას, ვერც წარმომიდგენია, რა შენიშვნა შეიძლება, მოგვცენ პარტნიორებმა, თუმცა ვადასტურებთ ღიაობას სამართლებრივი დისკუსიისთვის

ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების განსახორციელებლად, მთავარია, კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით, რაც დღემდე არ მიგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღემდე არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა კანონთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„თუ მივიღებთ, ოღონდ რამე მივიღოთ, ნებისმიერი შენიშვნის განსახილველად მზად ვართ. ერთი რამ არის აქ მნიშვნელოვანი – იმდენად მარტივია ეს კანონი, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს, ეს არის წელიწადში ერთხელ დეკლარაციის ჩაბარება, ვერც წარმომიდგენია, რა შენიშვნა შეიძლება მოგვცენ ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენმა პარტნიორებმა. ერთადერთი რამ წერია ამ კანონში, დანარჩენი არის ტექნიკური ნორმები. ორგანიზაციები წელიწადში ერთხელ აბარებენ დეკლარაციას, ამაზე რა შენიშვნა უნდა მოგვცეს ვინმემ, არ ვიცი, რადგან ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რაც უაღრესად ევროპული მოვლენაა. აქედან გამომდინარე, დაველოდებით. თუ აქამდე ვერ შეძლეს შენიშვნების წარმოდგენა, არ ვიცი, როგორ შეძლებენ ამის გაკეთებას მომავალში, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ ღიაობას სამართლებრივი დისკუსიისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor