• September

    17

    2025
  • 92
  • 0
ირაკლი კობახიძე – კანონმდებლობაში შედის ცვლილება, რომ არავის ჰქონდეს განცდა, სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს

ირაკლი კობახიძე – კანონმდებლობაში შედის ცვლილება, რომ არავის ჰქონდეს განცდა, სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს

არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იშოვის ფულს, შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი სასჯელი ამისთვის და მერე მთლიანად გათავისუფლდება და შეეძლება მოპარული ფული დახარჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმისათვის, რომ არავის დარჩეს ამის განცდა,   კანონმდებლობაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც 30 წლის განმავლობაში დაევალება შესაბამის დანაშაულში მსჯავრდებულ პირს საკუთარი დეკლარაციის, ყოველწლიური სამოხელეო დეკლარაციის გამოქვეყნება.

„ესეც არის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ზომა. ყველა ეს ზომა აჩვენებს ჩვენს სრულ მოტივაციას, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კორუფციის მთლიანად აღმოფხვრისთვის. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ გვინდა ცოტა შევამციროთ და ა.შ. ჩვენ ვთქვით, რომ ევროპის სამეულში გვინდა მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ, რამდენად ამბიციურია ეს მიზანი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც სამხრეთ სარტყელში მდებარეობს. 8 თებერვალს, როდესაც წელიწადნახევრის წინ გამოვედი მთავრობის დამტკიცების დროს, მაშინ ვთქვი ზუსტად, რომ გვინდა ევროპის სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რაღაცებს სჭირდება დრო და  დღეს ვართ საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ყველა კატეგორიის დანაშაულს მაქსიმალური ეფექტიანობით ვებრძოლოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor