
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – კონკრეტულმა „ენჯეოებმა“ სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა, დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ
საბოტაჟის საქმეზე გიგაურის გამოკითხვის დეტალები მე არ ვიცი, ეს არც არის ჩემი საქმე, მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ „ენჯეოები“ პირდაპირ იყვნენ ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით. დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა.
მისივე თქმით, ეკა გიგაური 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს უსამართლოდ არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, სცენიდან ითხოვდა მთავრობის გადადგომას და ახალი მთავრობის დაკომპლექტებას მისი ჩართულობით.
„მაგალითად, მე მახსენდება პირადად გიგაურიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, როგორ ავიდა სცენაზე 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირმა უსამართლოდ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და როგორ მოითხოვეს არა მარტო მთავრობის გადადგომა, არამედ საკუთარი ჩართულობით ახალი მთავრობის დაკომპლექტებაც, რაც საერთოდ არ არის „ენჯეოების“ საქმე. ანუ, მათ სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, რაც არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური მოვლენა. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა, დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





