• November

    13

    2024
  • 57
  • 0
ირაკლი კობახიძე – კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ პარლამენტის პირველი სხდომა უნდა შედგეს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, პრეზიდენტის აქტი ვერ გადაფარავს კონსტიტუციას

ირაკლი კობახიძე – კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ პარლამენტის პირველი სხდომა უნდა შედგეს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, პრეზიდენტის აქტი ვერ გადაფარავს კონსტიტუციას

საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ უნდა შედგეს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრეზიდენტის აქტს საქართველოს კონსტიტუცია გადაფარავს.

„ვინც ერკვევა ელემენტარულ იურისპრუდენციაში, დაადასტურებს, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუცია გადაფარავს პრეზიდენტის აქტს. თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს, მას აქვს პრობლემა ან კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor