• October

    2

    2025
  • 36
  • 0
ირაკლი კობახიძე – კოპენჰაგენის სამიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან გამართულ ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე

ირაკლი კობახიძე – კოპენჰაგენის სამიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან გამართულ ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე

ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც ევროპელ ლიდერებთან გვაქვს საუბრის საშუალება. გუშინდელ ვახშამზეც გვქონდა შესაძლებლობა, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს დელეგაცია ევროპელ ლიდერებთან საუბრობს იმის შესახებ, როგორ წაიწიოს წინ ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანელურ დისკუსიაზე, რომელიც სამიტის ფარგლებში გაიმართება, საუბარი იქნება ეკონომიკურ ინტერესებზე, მათ შორის სატრანზიტო პოტენციალზე.

„ყველგან ვსაუბრობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გუშინ გვქონდა მოსაზრებების, იდეების გაცვლა ლიდერებთან და გამოვიყენებთ დღესაც ამ ფორმატს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ევროპელ პარტნიორებთან. რაც შეეხება პანელურ დისკუსიას, თემა არის ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის დაკავშირებადობის, მინერალების კუთხით. იცით, რომ საქართველოს ამ კუთხით აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი, მათ შორის სატრანზიტო კუთხით. ამაზე გვექნება საუბარი ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor