• September

    5

    2025
  • 110
  • 0
ირაკლი კობახიძე – „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის მოღალატეებად გამოაცხადეს, რადიკალური ოპოზიციის შიგნით ასეთი არეულობა კარგია, ჩვენ კი ვიზეიმებთ მე-10 საიუბილეო გამარჯვებას

ირაკლი კობახიძე – „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის მოღალატეებად გამოაცხადეს, რადიკალური ოპოზიციის შიგნით ასეთი არეულობა კარგია, ჩვენ კი ვიზეიმებთ მე-10 საიუბილეო გამარჯვებას

არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და არის ორი პარტია, რომელიც ამას ღალატად აცხადებს. კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე ეს პარტიები ერთად შეკრული იყვნენ საერთო მიზნების გარშემო და ახლა ტაქტიკური განხეთქილებები აქვთ.

„პირდაპირ მოღალატეებად გამოაცხადეს „ლელო“ და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის „ნაცმოძრაობის“ და „ახლის“ წარმომადგენლებმა. ეს პროცესები კარგია იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ამჯერად მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე, თუ არ ვცდები, ზუსტად 24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი უბრალოდ არ გვყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მიერ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით. ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor