• February

    12

    2025
  • 52
  • 0
ირაკლი კობახიძე – მადლობას ვუხდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ჩვენს ეკონომიკაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს

ირაკლი კობახიძე – მადლობას ვუხდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ჩვენს ეკონომიკაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს

მოხარული ვარ შეხვედრით არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უდიდებულესობა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები.

„მოხარული ვარ შეხვედრით არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უდიდებულესობა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან, რომელიც მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში შედგა დღეს.

შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობას ვუხდი ჩვენს ეკონომიკაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს და ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებას შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით“, – აღნიშნავს პრემიერი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor