• February

    24

    2025
  • 71
  • 0
ირაკლი კობახიძე მასატო კანდას აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს

ირაკლი კობახიძე მასატო კანდას აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასატო კანდას აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე-11 პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის სანდო პარტნიორია.

„წარმატებებს ვუსურვებ მასატო კანდას მდგრადი, ინკლუზიური და მედეგი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის სანდო პარტნიორია არსებული გამოწვევების დასაძლევის საქმეში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და საფუძველს შექმნის ეფექტიანი ინიციატივებისთვის, რომლებიც ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor