• September

    8

    2025
  • 45
  • 0
ირაკლი კობახიძე – მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად

ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე, ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ასევე, ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე, ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად. აიკრძალა ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ და ასევე აიკრძალა ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურება კერძო სუბიექტების მიერ. ჩვენ გვქონდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე მიმართულებით შესაბამისი პრივილეგია კერძო კომპანიების მიერ გამოიყენებოდა, სავარაუდოდ, არაკეთილსინდისიერად და ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ ამის ერთგვარი დასტურია – პრაქტიკულად, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ბუნებრივია, ეს ნაბიჯებიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ზომას, რომელიც ხელს შეიწყობს საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების აღკვეთას“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor