• September

    27

    2024
  • 55
  • 0
ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის შედარება, რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, რომ გავყოლოდით მოთხოვნებს, რასაც გვიყენებდნენ, 2022 წელს რუსეთი იქნებოდა შემოსული

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის შედარება, რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, რომ გავყოლოდით მოთხოვნებს, რასაც გვიყენებდნენ, 2022 წელს რუსეთი იქნებოდა შემოსული

საარჩევნო ბანერებით ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მეორე ფრონტი თავიდან ავაცილოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირკალი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი.

„რა შედეგები მოჰყვება ომს და რა შედეგები აქვს მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. ქართველ ხალხს უნდა შევახსენოთ, რა არის ომის ფასი და რა არის მშვიდობის ფასი. ხალხს კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წელს, რითაც გვემუქრებიან დღესაც. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მეორე ფრონტი თავიდან ავაცილოთ. გახსოვთ, უკრაინის მაღალჩინოსნები, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივნის, უმაღლესი თანამდებობის პირის, პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. პოდოლიაკმა და დანილოვმა პირდაპირ მოგვიწოდეს მეორე ფრონტისკენ, ახლა რომ იღუპებიან უკრაინელი ქალები და ბავშვები, უნდა შეგვეხიდონ ამაში მოლდოველები და ქართველებიო, ეს იყო დანილოვის მოწოდება. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ამისკენ. 2022 წელს რუსეთი რატომ არ შემოვიდა საქართველოში, ამის ახსნა გაქვთ? ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო. იმ მოთხოვნებს რომ გავყოლოდით, რასაც გვიყენებდნენ, მათ შორის, არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რუსეთი იქნებოდა საქართველოში შემოსული 2022 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor