• November

    7

    2024
  • 50
  • 0
ირაკლი კობახიძე – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა რობერტ ფიცოსთან, ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე, წლებია, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა

ირაკლი კობახიძე – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა რობერტ ფიცოსთან, ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე, წლებია, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა

ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრისას ხაზი გაესვა ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა.

„ჩვენი ხაზი გავუსვით ძლიერ მეგობრულ კავშირებს, რომელთა საფუძველზე წლების განმავლობაში საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებობს მტკიცე პარტნიორობა. მე გამოვხატე მადლიერება სლოვაკეთის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანების, კერძოდ კი, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი მისწრაფებების, როგორც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor