• July

    26

    2024
  • 66
  • 0
ირაკლი კობახიძე – ოლიმპიადა დღეს გაიხსნება, 26 რიცხვი კარგად გვაქვს დაცდილი, ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს, რათა რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე

ირაკლი კობახიძე – ოლიმპიადა დღეს გაიხსნება, 26 რიცხვი კარგად გვაქვს დაცდილი, ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს, რათა რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე

ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს, რათა რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ და მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.

„დღეს გაიხსნება ოლიმპიადა, 26 რიცხვში. 26 კარგად გვაქვს დაცდილი, აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ოლიმპიადა იქნება სარეკორდო ჩვენთვის, მოპოვებული მედლების თვალსაზრისით. გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი, რომ გადახედოთ შემადგენლობას, საუკეთესო შემადგენლობაა ჩვენი სპორტსმენების, რომლებიც ჩამოვიდნენ პარიზში ოლიმპიადაზე. აქედან გამომდინარე, ყველანაირი სასტარტო საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მედალი მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გვყავდეს ამ ოლიმპიადაზე. ყველა ჩვენს სპორტსმენს ვუსურვებ გამარჯვებას“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor