• November

    14

    2024
  • 48
  • 0
ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ მხარდამჭერებს და არჩევნების შედეგების არაღიარებით უწევთ თავის მართლება მათთან, გარდა ამისა, უწევთ ანგარიშის ჩაბარება პატრონებთან, ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ მხარდამჭერებს და არჩევნების შედეგების არაღიარებით უწევთ თავის მართლება მათთან, გარდა ამისა, უწევთ ანგარიშის ჩაბარება პატრონებთან, ქვეყნის გარეთ

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს და მარცხს, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს არჩევნების არაღიარებით თავს იმართლებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა-მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ასევე ანგარიში აქვს ჩასაბარებელი პატრონებთან, ქვეყნის გარეთ.

ინტერვიუ პრემიერ-მინისტრთან #აქტუალურითემა #LIVE
მსგავსი: ინტერვიუ პრემიერ-მინისტრთან #აქტუალურითემა #LIVE
„ჩვენ არა მხოლოდ განვიხილავდით, არამედ ამაზე საჯაროდ ვსაუბრობდით და არაერთხელ გვითქვამს ის, თუ როგორი იყო ჩვენი პროგნოზი ოპოზიციის ქცევასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ ისინი გაიმეორებდნენ ზუსტად იმავეს, რასაც აკეთებდნენ ოთხი წლის წინ. საბოლოო ჯამში, ასეც მოხდა. ჩვენ წინასწარ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, იმის გათვლა, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს, მარცხს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს, ამ არაღიარებით უწევთ თავის მართლება იმ ტყუილისთვის, რომელსაც ეუბნებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს არჩევნებამდე. გარდა ამისა, მათ ჰყავთ საკუთარი პატრონები ქვეყნის გარეთ და მათთანაც უწევთ ანგარიშის ჩაბარება. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ყველაფერი უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ. მაშინ გახსოვთ, რომ იყო მოლაპარაკებები, იყო აპრილის შეთანხმება“, – განაცხადა პრემიერმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor