• August

    11

    2025
  • 59
  • 0
ირაკლი კობახიძე – პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც მომავალ თაობებს მისცეს გმირობის მაგალითი, მათი გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება

ირაკლი კობახიძე – პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც მომავალ თაობებს მისცეს გმირობის მაგალითი, მათი გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება

დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც თითოეულ ქართველს, მომავალ თაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

პრემიერის თქმით, მათი გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება.

„დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც თითოეულ ქართველს, მომავალ თაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა და ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვისაც ღირს ყველაზე ძვირფასის გაწირვაც კი, ეს არის სიცოცხლე და სწორედ ამის მაგალითი მოგვცეს ჩვენ შინდისის გმირებმა. ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ შინდისის გმირების ხსოვნას“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor