• September

    27

    2025
  • 38
  • 0
ირაკლი კობახიძე – პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ეს დღე შეგვახსენებს ქართველების გმირობას და პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები

ირაკლი კობახიძე – პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ეს დღე შეგვახსენებს ქართველების გმირობას და პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები

დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე არის შეხსენება მრავალი ქართველის გმირობის.

„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას. ეს იყო ტრაგიკული მოვლენები, თუმცა, ამასთან ერთად, ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ მრავალი ქართველის გმირობას. ასევე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor