• September

    12

    2023
  • 104
  • 0

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი აღძრულია, საკონსტიტუციო სასამართლოში ინფორმაცია დღეს ოფიციალურად შევიდა

იმპიჩმენტის საკითხი არის აღძრული. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ოფიციალურად შევიდა ინფორმაცია, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა, რის შემდეგაც, საკითხი დაბრუნდება პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მართალია, იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის რესურსი პარლამენტში არ არსებობს, რადგან სალომე ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევის დადგენის ფაქტი არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი.

„ადამიანმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ კონსტიტუცია. იმპიჩმენტის საკითხი არის აღძრული. დღეს ოფიციალურად შევიდა ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა, რის შემდეგაც ბუნებრივია, საკითხი დაბრუნდება პარლამენტში. რა თქმა უნდა, 100 ხმის რესურსი არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ დადგინდება სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, რაც არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ მოხდება იმის ლუსტრაცია რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთიანი დღის წესრიგით მოქმედებენ. მათ ჰყავთ საერთო პატრონი“, – განაცხადა კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor