
მუქარა პოლონეთიდან და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მდუმარება ?
ორიოდე დღის წინ ,, Geo News “ -ის ფეისბუკის გვერდზე ( ჯგუფშიც ) გვესტუმრა დაუპატიჟებელი სტუმარი, ვინმე გოჩა არჩაია, რომელთანაც 2 წელი ,, ფეისად “ ვმეგობრობდით. ამა წლის 27 აგვისტოს ჩვენ ეს პიროვნება დავბლოკეთ, რადგან გვიყრიდა უაზრო ვიდეოებს და გვემუქრებოდა. მიუხედავად დაბლოკისა ის მაინც შემოვიდა და ბიძინა ივანიშვილის დამამცირებელი ვიდეო ჯგუფში დაგვიდო. მანამდეც პირადში გამოგვიგზავნა ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციები, რის შესახებაც, კანონის თანახმად, ასევე, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებმა, ვაცნობეთ ,,სუს”-სა და ,,შსს”-ს. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მუქარის მუხლით.
და, ჰოი საოცრებავ, დაბლოკილი არჩაია მუქარების ახალი დასტით კვლავ “მოკითხვას” გვიგზავნის პოლონეთიდან… თავის მხრივ, არჩაიას ვატყობინებთ, რომ მისი მუქარების საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიუხედავად მიღებული მისთვის საგანგაშო ინფორმაციისა, არჩაია იმის მაგივრად რომ დაფიქრებულიყო, აბობოქრდა….
გთავაზობთ მისი მუქარის ნიმუშებს : ,, ბიძინა გაიგებს ვინცაა სინამდვილეში. აი ხვალიდან უკვე შეუყენებ წყალს მაგასაც და გომელაურ ლოთბაზარასაც. გაძარცვეს ბიუჯეტი. ბიძინა გიჟს გავს. ამათ მო.. გაჩენის დღეს”.
არჩაია მიწიერით არ კმაყოფილდება და ზეციურს, ვარსკვლავებს, უტევს : ,, რაც დააგროვა ვარსკვლავები გადავაყლაპებ შენ რომ უყურებდე ისე რომ ჩაეხუტები საქართველოში”…
,, ჩემი დე…მო…-არ შოშმინდება არჩაია,- ჩემზე მეტი მტერი არ გეყოლება იცოდე, ნუ მიწერ იმ ყ…ს… ნუ მაცოფებ, მანქანა თუ არ აგიფეთქო.…”
მოგახსენებთ, რომ არჩაიას შეურაცხყოფის ობიექტია ჩვენი მეგობარი, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ და მასზე ისეა აღრენილი ხსენებული არჩაია, რომ ძაღლის პორტრეტიც გამოგვიგზავნა, ,, მას გაუგზავნეთ,ყველაფერს მიხვდებაო”. ერთი კვირაა რაც არ გვძინავს. ვერ გავიგეთ რა კავშირშია ჩვენი მაღალჩინოსანი მეგობარი ნაბულზე მდგარი ბირკებ აკიდებულ ბრეტონ ეპანიოლთან ? თუ ვინ არის ჩვენი მეგობარი ვერ დავკონკრეტდებით, რადგან ჩვენი პირადი საქმეა.
ხოლო ჩვენს საჩივარზე, ჩვენგან რომ გაიგო ამგვარად დაგვემუქრა : ,,, ჩემებმა რომ გაიგონ, ვერ გიშველის მამაზეციერი…”
ნუ, მამაზეციერზე ცოტა გადააჭარბა, რადგან არჩაიას ვერ გაუგია, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა და მისი სახელის აუგად მოხსენიება არავის არ შერჩენია იმავე მამაზეციერისგან.
ამავდროულად ალბათ სავარაუდოდ ჩვენი გზის აბნევის მიზნით ურთიერთგამომრიცხავ შეტყობინებას გვიგზავნის : 5 ში მივფრინავ, და სიამოვნებით მივალ პოლიციაში და შენთანაც ამოვალ ჭადის საჭმელადო…. ბიძინაზე ვმუშაობ, რით ვერ მიხვდი. ჩემი და ხარ, არ მწყინს რომ იჩივლე, კიდევ აგაფეთქებ დედაშენის თვალწინ”…დაგვცინის კიდეც ?! …
გამოგიტყდებით, არჩაიამ მართლა აგვირია არათუ გზა, ტვინიც. ვერ გავიგეთ, ,, ნაცების” აქტივია, თუ ,, ოცნების”, ანდა, ჯერ თავად არ ჩამოყალიბდა, რომლის მხარე დაიჭიროს პოზიციის თუ ოპოზიციიის და გზის გასაყარზე დგას. ჩვენს მიერ შსს-ს ბაზიდან მოპოვებული ინფორმაციით, გოჩა არჩაიამ 2017 წელს დაბა თიანეთში დაკარგა სათვალე, ამ ფაქტზე ადგილობრივმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება. არჩაიას თქმით, მეგობრობს ზაქარია ქუცნაშვილის მეგობრებთან….დგება კითხვა, რა შუაშია აქ ზაქარია ქუცნაშვილი ? ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა, როცა ჩვენ ბატონმა არჩაიამ გაგვიცნო, ზუსტად იმ დროს ვწერდით დუშეთის საეჭვო ტენდერზე, კონკრეტულად, თურქ თაღლითზე, გოქსელ გენჩზე და ზაქარია ქუცნაშვილზე. ცნობილია,ბუნებაში შემთხვევითობა არა არსებოს, რადგან ყველაფერი კანონზომიერია. არჩაია გაუთავებლად ლაპარაკობს თურქებზე და ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც შემჩნეულები არიან ტენდერების ჩაწყობაში და არაკეთილსინდისიერი თურქების მფარველობაში. სწორედ, ამიტომ იძულებული ვიყავით ურთიერთობა გვქონოდა ამ პირთან, რომ მას მოეწოდებინა ინფორმაციები, თუმცა, ხშირად გვიყრიდა დეზინფორმაციებს. გამოგიტყდებით, არჩაიას პიროვნებას ვიკლევდით და ვიკვლევთ.
p.s. საქმეს იძიებს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო. ვიმედოვნებთ, საქმე თაროზე არ დაიდება.
პ.ს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე საათში გამოვიკითხეთ…
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი
ფოტოკოლაჟი :