• June

    17

    2024
  • 80
  • 0
ირაკლი კობახიძე – როგორ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი და გვარამია ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ, როცა ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, ერთადერთი ლოგიკაა, არიან უცხოელი აგენტები

ირაკლი კობახიძე – როგორ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი და გვარამია ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ, როცა ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, ერთადერთი ლოგიკაა, არიან უცხოელი აგენტები

როგორ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი და გვარამია, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ, ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ადამიანები უშვერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განaცხადა.

პრემიერის თქმით, როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა, ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები.

„მთელი ოპოზიცია არის საოცრება, ხაზარაძე და გახარია აპირებენ გაერთიანებას. ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს, მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, გვარამია რასაც უწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, ამას ვერავინ ვერ გავიმეორებთ. ასეთი საშინელება ხდება. როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა – ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ამის წარმოდგენა, როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ადამიანები უშვერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor