• March

    5

    2025
  • 64
  • 0
ირაკლი კობახიძე – როდესაც თავს ესხმი სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გაგივიდა, შეგიძლია, შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც თავს ესხმი სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გაგივიდა, შეგიძლია, შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

სიკვდილით დასჯის მიმართ ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა, თავისთავად, როდესაც საქმე ეხება პოლიციელებსა და პოლიციელზე თავდასხმას, იქ კანონმდებლობის გამკაცრებას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვინმე თუ შეძლებს, შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც, რაც დაუშვებელია.

„თქვენ ხედავდით, რომ საქართველოში კონკრეტული ძალები, არაკეთილმოსურნეები ცდილობდნენ, პირველ რიგში, სამართალდამცველ ორგანოებზე თავდასხმით შეერყიათ სახელმწიფოს ძლიერება. დღესაც ისინი ღიად უჭერენ მხარს ადამიანებს, რომლებმაც სწორედ პოლიციელებზე თავდასხმით გამოიჩინეს თავი. რატომ? – ყველამ იცის, როდესაც თავს ესხმი სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გაგივიდა, შეგიძლია, შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენს ქვეყანაში გვაქვს განსხვავებული სანქციები, მაგრამ, ზოგადად, სიმკაცრეს ამ სფეროში არ აქვს ალტერნატივა. თუ ვინმე შეძლებს, შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. შესაბამისად, მიმართულება სწორია, უბრალოდ, ჩვენ სხვა ტიპის სანქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოს ძლიერების შერყევის ნებისმიერ მცდელობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor