• November

    14

    2024
  • 53
  • 0
ირაკლი კობახიძე – საზოგადოებამ სრულად გაითავისა არჩევნების საგანგებო მნიშვნელობა, მხარი დაუჭირა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ

ირაკლი კობახიძე – საზოგადოებამ სრულად გაითავისა არჩევნების საგანგებო მნიშვნელობა, მხარი დაუჭირა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ

ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საზოგადოებამ მხარი დაუჭირა საქართველოს გრძელვადიან სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას.

ინტერვიუ პრემიერ-მინისტრთან #აქტუალურითემა #LIVE
მსგავსი: ინტერვიუ პრემიერ-მინისტრთან #აქტუალურითემა #LIVE
„კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიმეოროთ, რომ ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც, რეალურად, წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ და ამასთან არის დაკავშირებული ის მაღალი აქტივობა, უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა არჩევნებზე. ამ უპრეცედენტო აქტივობით, რეალურად, გაირკვა ის, რომ საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა, მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და, საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას. ამისთვის ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor