• March

    4

    2025
  • 54
  • 0
ირაკლი კობახიძე – საზოგადოებას სიძულვილისგან დაცლილი სწორი ინფორმაციის მიღება უნდა, კანონზე რამდენიმე მედია დარდობს, რომლებსაც სიძულვილისა და სიცრუის დათესვის დაკვეთა აქვთ

ირაკლი კობახიძე – საზოგადოებას სიძულვილისგან დაცლილი სწორი ინფორმაციის მიღება უნდა, კანონზე რამდენიმე მედია დარდობს, რომლებსაც სიძულვილისა და სიცრუის დათესვის დაკვეთა აქვთ

საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და რაც მთავარია, სიძულვილისგან დაცლილი სწორი ინფორმაციის მიღება მედიასაშუალებებისგან, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საჭიროა „მედიის შესახებ“ კანონის მიღება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში კონკრეტული მედიასაშუალებები პოლარიზაციის მთავარ წყაროდ არიან ქცეულნი, რაც, მათ შორის, აღიარებულია ეუთო/ოდირის დასკვნებით და ეს არ შედის საზოგადოების ინტერესებში.

„სიძულვილისგან და სიცრუისგან უნდა იყოს დაცლილი ქართული მედია. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ეგზისტენციალური ამოცანა. თავიდან ბოლომდე ხელოვნურად თავსმოხვეულია ის სიძულვილი და სიცრუე, რასაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ამ მეთოდებს იყენებენ კონკრეტული ძალები ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ასეთი რამ დასრულდეს, ან მინიმუმ შეიზღუდოს, საჭიროა შესაბამისი კანონების მიღება. გადავხედოთ, ვინ დარდობს ამ კანონზე – ესენი არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიძულვილსა და სიცრუეს, გარე-დაკვეთების საფუძველზე. სხვას რატომ არ აღელვებს ეს ცვლილებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყენაში არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიცრუის და სიძულვილის დათესვას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმს და მარტო ისინი დარდობენ.

„რატომ არ აწუხებს სხვა ტელევიზიებს ის, რომ მათ არ შეეძლებათ სიძულვილის და სიცრუის ტირაჟირება, ალბათ იმიტომ, რომ ეს არ შედის მათ ინტერესებში. მაგრამ არიან კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი დაკვეთა – დათესონ სიძულვილი და სიცრუე, მაქსიმალურად, ჩვენს ქვეყანაში და მხოლოდ ისინი და მათი პოლიტიკური პარტიები დარდობენ. რაც შეეხება აღსრულებას, ყველაფერი იქნება ძალიან მარტივად. ყველას შეეძლება დააკვირდეს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო მიიღებს. იმდენად მკაფიო კრიტერიუმებია განსაზღვრული დღეს მოქმედი კანონითაც, რომ აქ დიდი სივრცე ინტერპრეტაციისთვის არც არის დატოვებული, ეს ნორმები მანამდეც მოქმედებდა, უბრალოდ იყო არაეფექტური, ვინაიდან თვითრეგულირების სივრცეში ხვდებოდა შესაბამისი ნორმების აღსრულება. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ხდებოდა მათი აღსრულება. თვითრეგულირებიდან ეს ყველაფერი გადავა რეგულირებაში, ანუ კონკრეტული სახელმწიფო ორგანო იქნება პასუხისმგებელი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე, დანარჩენს საზოგადოება დააკვირდება და საზოგადოება იმსჯელებს იმაზე, თუ რამდენად ობიექტურად მოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი,“- აღნიშნა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor