• September

    26

    2025
  • 36
  • 0
ირაკლი კობახიძე – საინტერესო ვიზიტი შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, შეთანხმებული ვართ 6,6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას

ირაკლი კობახიძე – საინტერესო ვიზიტი შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, შეთანხმებული ვართ 6,6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას

ჩვენი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ ვართ პირველ პოზიციაზე რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, არსებობს ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარების პოტენციალი და ამისათვის გაკავეთებთ მაქსიმუმს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის არაერთი დარგი, სადაც კიდვე უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, მაგალითად ენერგეტიკა.

„ენერგეტიკის სფეროში გვქონდა გარკვეული ტემპის შენელება, ასეთი ტენდენციები დაფიქსირდა რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა იმ ზომების შედეგად, რომელიც უკვე მივიღეთ, ვფიქრობთ, მომდევნო წლების განმავლობაში ენერგეტიკის განვითარება მაქსიმალურად დაჩქარდება. იყო არასწორი პრაქტიკა ბევრი მიმართულებით ჩამოყალიბებული, მათ შორის მთავარი პრობლემა იყო ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა, თუმცა არა მხოლოდ, ბევრი მიმართულებით იყო პრობლემები. გპირდებით, რომ ყველა ამ პრობლემას მოვაგვარებთ, შესაბამისად ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებს, ექნებათ მაქსიმალური კომფორტი შექმნილი იმისათვის, რომ მათ წარმატებით განახორციელონ შესაბამისი პროექტები.

ჩვენი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარება. მიუხედავად იმისა, რომ ვართ პირველ პოზიციაზე რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ არსებობს ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარების პოტენციალი და ამისათვის გაკავეთებთ მაქსიმუმს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო კავშირების განვითარებაზეც.

„ძალიან საინტერესო ვიზიტი შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სადაც გვქონდა საუბარი არაერთ ძალიან საინტერესო ერთობლივ პროექტზე, რაზეც უკვე პრაქტიკულად დაწყებულია მუშაობა. უკვე შეთანხმებული ვართ 6,6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაზე EMAAR ჯგუფის მიერ, Eagle Hills-ის მიერ საქართველოში, რაც ასევე ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს. თუმცა სხვა მიმართულებითაც არაერთი საინტერესო ინიციატივა განვიხილეთ ჩვენს პარტნიორებთან. ვფიქრობთ, ძალიან ბევრი მიმართულებით შედგება წარმატებული თანამშრომლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor