• August

    12

    2024
  • 69
  • 0
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე, ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე, ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია

აქტუალური არ არის სალომე ზურაბიშვილი, ის არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მარიონეტი. შესაბამისად, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ხოლმე. ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი.

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს აღიარებული, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე შეინარჩუნა, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას. ამ მომენტიდან ის არის უკვე არა საქართველოს, არამედ, რეალურად, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, ერთი მარტივი მარიონეტი. შესაბამისად, მის არავითარ სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor