• October

    5

    2023
  • 87
  • 0
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გეგმავს რევოლუციურ პროცესებს, არიან ალიანსში

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გეგმავს რევოლუციურ პროცესებს, არიან ალიანსში

მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გეგმავს რევოლუციურ პროცესებს, არიან ალიანსში”,- განაცხადა ,, ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ეს არის მათი პოლიტიკური პოზიცია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

კობახიძეს იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ატარებდა შეხვედერებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან. მინდა, დამიდასტუროთ, რომ ამისთვის დაიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა, პრეზიდენტის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამისთვის ითხოვთ“.

ირაკლი კობახიძისვე თქმით, იმპიჩმენტის საფუძველია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ინტენსიურად არღვევს კონსტიტუციას.

„პოლიტიკურ პასუხს გაძლევთ პოლიტიკურ შეკითხვაზე. იმპიჩმენტის აღძვრის მიზანი იყო სამართლებრივი, თქვენ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური შეფასება. თქვენ ხომ იკითხეთ, რა პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის სამარცხვინო. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება არა მხოლოდ 52-ე მუხლს, პირველ რიგში, 78-ე მუხლს. სამარცხვინო ქალბატონია თქვენი პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწო.

მკითხველს შევახსენებთ, რომ კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, „საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor