• October

    31

    2023
  • 104
  • 0

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მთავრობის მიერ მისი ევროპაში გაშვება

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ზურაბიშვილის ევროპაში გაშვება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის CBS NEWS-თან ინტერვიუზე.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თავად აჩვენა მორიგი მტკიცებულება, მთავრობის მიერ რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში.

„სალომე ზურაბიშვილი როცა ევროპელ ლიდერებს ელაპარაკება ასეთი გზავნილებით, რომ პრემიერს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, გაურკვეველია ხელისუფლების საგარეო კურსი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვათავაზა მორიგი მტკიცებულება, რატომ არ იყო გასაშვები ევროპაში მთავრობის მიერ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor