• February

    8

    2025
  • 61
  • 0
ირაკლი კობახიძე – საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან, ჩვენ გვსურს, აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს

ირაკლი კობახიძე – საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან, ჩვენ გვსურს, აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს

საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან, ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ მიზნით ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან. ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს. ბევრს ვაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში – მაგისტრალების, საზღვაო პორტების, აეროპორტების, რკინიგზის ჩათვლით. ეს ინვესტიციები ახალ შესაძლებლობებს უქმნის საქართველოს. კიდევ უფრო მეტად გვსურს, პარტნიორობის გაძლიერება შესაბამის ქვეყნებთან, ვაჭრობის ორივე მხარეს – ევროპასთან, აშშ-თან და ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩინეთთან. მიმაჩნია, რომ არსებული ძალიან პოზიტიური დინამიკა ხელს შეუწყობს ჩვენი სტრატეგიული ფუნქციის აღდგენას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor