• November

    25

    2025
  • 153
  • 0
ირაკლი კობახიძე საქართველოში ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაკსატ მამიტკანოვს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაკსატ მამიტკანოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაკსატ მამიტკანოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ბოლო წლებში საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის დადებით დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში ყირგიზეთის ჩართულობასა და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor