• July

    8

    2025
  • 61
  • 0
ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

„ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor