• September

    22

    2025
  • 92
  • 0
ირაკლი კობახიძე – უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციების შემდეგ ორი ომი გადაიტანა უკრაინამ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, უცხოური აგენტურის მიერ საქართველოში რევოლუცია ვერ მოხდება

ირაკლი კობახიძე – უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციების შემდეგ ორი ომი გადაიტანა უკრაინამ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, უცხოური აგენტურის მიერ საქართველოში რევოლუცია ვერ მოხდება

უცხოური აგენტურის მიერ რევოლუცია ვერ მოხდება საქართველოში, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ამისათვის გვაქვს ყველანაირი რესურსი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პროტესტს აფინანსებენ უცხოური სპეცსამსახურები და ყველას კარგად ახსოვს, თუ რა ბედი ეწია უკრაინას უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული „მაიდნის“ შემდეგ, რასაც საქართველოში ხელისუფლება არ დაუშვებს.

„ეს ყველაფერი არის დაფინანსებული უცხოური სპეცსამსახურების მიერ, როგორც ეს მოხდა „მაიდნის“ შემთხვევაში. გახსოვთ, სპეცსამსახურები აფინანსებდნენ „მაიდანს“ და შემდეგ ისიც გახსოვთ, თუ როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი უკრაინისთვის – დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული და ორი ომი გადაიტანა სწორედ უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციების შემდეგ უკრაინამ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ სცენარის განხორციელებას, ამის არავითარი რესურსი არ არსებობს საქართველოში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვამხილოთ ყველა ასეთი დაფინანსებისა და გარე ჩარევის ფაქტი“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor