• June

    25

    2025
  • 99
  • 0
ირაკლი კობახიძე – ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს, მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანასა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, ჩვენი ვალია, დავუპირისპირდეთ ამ დღის წესრიგს და დავიცვათ საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს, მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანასა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, ჩვენი ვალია, დავუპირისპირდეთ ამ დღის წესრიგს და დავიცვათ საზოგადოება

ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს, მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანასა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, რომლებიც ისეთივე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველოს ხელისუფლების ვალია, მაქსიმალურად დაუპირისპირდეს ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დაიცვას ქართული საზოგადოება.

„მინდა, გაგაცნოთ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.

როგორც გუშინაც აღვნიშნე, ნარკოტიკული დანაშაულების გამოსავლენად და აღსაკვეთად გასული ერთი თვის განმავლობაში მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები განვახორციელეთ. რამდენიმე დღის წინ ამოღებულ იქნა 300 კილოგრამი ჰეროინი; გუშინ დავაკავეთ 18 ნარკორეალიზატორი. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული სპეცოპერაციებისთვის.

ნარკომანია არის უმძიმესი სენი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისთვის. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოების დეგრადირება და მისი მანიპულირების გაიოლებაა, სხვა მანკიერებებთან ერთად, მიზანმიმართულად ცდილობს, სხვადასხვა ქვეყანაში ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას, რისი ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი ქვეყანაცაა. ამკვიდრებენ ტერმინს „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომლის დეკლარირებული მიზანი ნარკომანიის შემცირებაა, სინამდვილეში კი სწორედ ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას ემსახურება. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს, მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანასა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება, რომლებიც ისეთივე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალება.

ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და ახალგაზრდები კიდევ ერთი მძიმე სენისგან – ნარკომანიისგან, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor