• December

    9

    2024
  • 67
  • 0
ირაკლი კობახიძე – ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს, ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეეფერება ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და ჩვენი ხალხის ინტერესებს

ირაკლი კობახიძე – ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს, ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეეფერება ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და ჩვენი ხალხის ინტერესებს

ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეჰფერის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში „მაიდნის“ მცდელობა ჩავარდა და ახლა არის მცდელობა, მცირე ზიანი მაინც მიაყენონ ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას არ აცადონ ბოლომდე ახალი წლის ზეიმი.

„ასეთი მცდელობების შემდეგ ამ ადამიანებს კიდევ უკვირთ, რატომ აგებენ ყოველ ჯერზე არჩევნებს. უკვე ცხრა არჩევნები აქვთ წაგებული. ასე თუ გააგრძელებენ, კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე. ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეჰფერის ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor