• August

    11

    2024
  • 80
  • 0
ირაკლი კობახიძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა, რისი შედეგიც იქნება კიდევ უფრო მძიმე ფორმით ისეთი მოვლენები, რაც 2008 წელს განვითარდა

ირაკლი კობახიძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა, რისი შედეგიც იქნება კიდევ უფრო მძიმე ფორმით ისეთი მოვლენები, რაც 2008 წელს განვითარდა

საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო, უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა.

„ეს არის ძალიან სამწუხარო. კარგი ისაა, რომ გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე. ყველამ იცის, ვინ ვინ არის, რას ესმხაურება მათ შორის ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, სადაც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში, საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო მათ შორის 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავტორიტარიზმი აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რათა აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რადგან ავტორიტარიზმის და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო მძიმე ფორმით ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor